top of page

რატომ ჩვენ?

01.

 www.etargmna.ge არის პირველი ონლაინ მთარგმნელობითი ბიურო, რომელიც გთავაზობთ სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად მიიღოთ ხარისხიანი მთარგმნელობით მომსახურება ნებისმიერ ენაზე. შეგიძლიათ ისარგებლოთ ნოტარიულად დამოწმებისა და ადგილზე მიწოდების სერვისებითაც. 

02.

ჩვენი გუნდი შედგება 80ზე მეტი გამოცდილი მთარგმნელ-თარჯიმნისგან, რომლებიც 28 ენაზე ახორციელებენ თარგმნას. ჩვენი კოპმანიის ყველა მთარგმნელი არის დიპლომირებული ან სერტიფიცირებული და ყველას აქვს სულ მცირე ხუთ წლიანი მთარგმნელობითი გამოცდილება, რაც განაპირობებს ზუსტ და ხარისხიან თარგმანებს უმოკლეს დროში.

03.

სათარგმნი მასალის განაწილება ხდება შესაბამისი სფეროს გამოცდილების მქონე მთარგმნელთან, როგორიცაა: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული და ა.შ. ასევე, გთავაზობთ საიტების თარგმნასა და ლოკალიზებას, ციფრული პლათფორმების/აპლიკაციების, არქიტექორული ნახაზების თარგმნას შესაბამისი ფორმატირებით.

04.

მოცულობითი ტექსტების ღირებულების დათვლა ხდება სიმბოლოების სიზუსტით. 1 გვერდად ითვლება 1800 სიმბოლო (დაშორებების გარეშე).

მომსახურების ღირებულების დასადგენად სათარგმი ტექსტის სიმბოლოების რაოდენობას (no space) ვყოფთ 1800-ზე და ვამრავლებთ შესაბამისი ენის ტარიფზე.

ნათარგმნი დოკუმენტის დამოწმება შესაძლებელია, როგორც კომპანიის/მთარგმნელის ბეჭდით, ასევე ნოტარიუსის მიერ. 

სანოტარო მომსახურების ტარიფი დადგენილია კანონმდებლობით და ითვლება ნათარგმნი გვერდების რაოდენობის მიხედვით. ნათარგმნი გვერდების რაოდენობა მრავლდება 2.36-ზე და ჯამს ემატება დოკუმენტის რეგისტრაციის 2 ლარი.

 

სიმბოლოების რაოდენობის დასათვლელად ვორდის მენიუში მოძებნეთ: review, შემდეგ: word count და გამოტანილ ფანჯარაში characters with spaces.

თუ დოკუმენტი შედგება 5400 სიმბოლოსგან და ენის ტარიფი არის 12 ლარი, დოკუმენტის თარგმნაში გადაიხდით 36 ლარს, ხოლო სანოტარო ღირებულება იქნება 9,08 ლარი.

05. გთავაზობთ თარგმნას შემდეგ ენებზე: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული, აზერბაიჯანული, სპარსული, არაბული, პოლონური, უკრაინული, ჩინური,  კორეული, ბერძნული, პორტუგალიური, შვედური, ნორვეგიული, ივრითი, ჩეხური, ლიტვური, ლატვიური, სომხური, რუმინული, ნიდერლანდური, იაპონური.

თუ თქვენთვის სასურველი ენა მითითებული არ არის ჩამონათვალში, გთხოვთ, გადაამოწოთ ოპერატორთან.  

  • Facebook
bottom of page